ექვთიმე – საზოგადო მოღვაწე

„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი და არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის  სწავლული, მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. “  –  მიხაკო წერეთელი.

ექვთიმე თაყაიშვილი 1887 წლიდან  „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრად  აირჩიეს“

პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს  გაზეთ“ ივერიაში.“ ექვთიმე თაყაიშვილი  ისტორიკოს  დიმიტრი ბაქრაძესთან  ერთად  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა.  ისინი   ძველ ქართულ ხელნაწერებს კრებდნენ, სწავლობდნენ  და მუზეუმში აბინავებდნენ.

ექვთიმე იგონებდა:  „მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე  პატრონობა.  მერე თანდათან გამიტაცა , შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე“

ექვთიმემ  შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება.  თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი.  ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა.  ექვთიმე თაყაიშვილს  გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზI პირველის თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს.  1894-1904 წლებში სწორედ ის ხელძღვანელობდა  თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას.  პარალელურად,  არდადეგების დროს არქეოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდა.

1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა  ექსპედიციის წევრებთან ერთად სამგზის იმოგზაურა და გამოიკვლია სამხრეთ საქართველოში  -ტაო-კლარჯეთში არსებული ისტორიული ძეგლები: ახალციხის, ახალქალაქის, არტაანის, ოლთისის, თორთუმის,  პარხალი,ექექის ტაძარრები.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი  ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.

ამ გამოკვლევებს მიუძღვნა ნაშრომი: „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“

1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დაარსდა.

„ საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს…“- ექვთიმე თაყაიშვილი.

 

ექვთიმეს მიერ გადარჩენილი ქართული კულტურის ძეგლები

parxali_2

parxali_1

parxali

oshki_1

oshki

ექვთიმეს მიერ გადარჩენილი ქართული საგანძური

Picture7

Picture6

Picture5

Picture4

Picture3

Picture2

Picture1

sujuna4

ჯრუჭის ოთხთავი

sujuna1

e183a1e18390e1839ce18390e183ace18398e1839ae18394-xvii-e183a1

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

დატოვე კომენტარი