ბრძოლა ავტოკეფალიისთვის

a16424

ექვთიმე თაყაიშვილიზე, როგორც საზოგადო მოღვაწეზე , საუბრობს ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ელდარ ბაბულაშვილი : ექვთიმე თაყაიშვილი  მართებულად აღნიშნავდა, რომ ჩვენი ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება ცარიზმის რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ სხდომაში, რომლებზეც მოწინავე ქართველი საზოგადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ავტოკეფალიისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.

ახლად აღდგენილი ეკლესიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად, იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.   უპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და გადამთიელები ისაკუთრებდნენ. უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.

30161_122214757812702_100000725359474_159168_7926077_n

1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: „ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც. მინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამე, ერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო. მეც რამე ვიფიქრო, რომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგე. ამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ, თუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს…„გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთ, მომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწა. მე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“

წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლად.1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრს, რათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.

1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა, ამ მიზნით იგი მოგზაურობს მთელ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

eqvtime4

ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სვანეთში

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

დატოვე კომენტარი