ვინ არის ექვთიმე…

imgres„ექვთიმე თაყაიშვილი არის მაგალითი იმისა, თუ, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მას“ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი,

ილია II

p1010596 (1)“უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს… არც დაღლა იცოდა , არც დასვენება … ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “

მხატვარი ლადოუდიაშვილი.   

url“ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს ძველ ეპოქებში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანებად შერაცხდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება“.

კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, რომლის ავტოკეფალიისთვისაც იგი თავგამოდებით იბრძოდა 2002 წლის 17 ოქტომბერს ექვთიმე წმინდანად შერაცხა და ექვთიმე ,,ღვთისკაცი” უწოდა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 (16) იანვარი, ხოლო იუნესკოს ეგიდით 2013 მის საიუბილეო წლად გამოცხადდა. ექვთიმეს წმინდანად შერაცხვის ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ ის იყო, რომ ასეთი გმირი ქართულ ისტორიას არ დაევიწყებინა და დროსთან ერთად არ წაშლილიყო მისი უდიდესი ღვაწლი და დამსახურება ქართველი ერის წინაშე.  ამ დღეს   ჩვენი სკოლის მოსწავლეები მის ძეგლს ყვავილებით ვამკობთ.

DSCN0162DSCN0163

სკოლა “ერუდიტის” მოსწავლეებმა, კონკურსის “რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ” ფარგლებში, ინტერვიუ ჩამოართვეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ტარიელ ფუტკარაძეს და წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიის მოძღვარს მამა ლუკას

 

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

,,ბავშვობაში მე ცელქი ვიყავი”

„ … სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ ამომვვარდა მოტეხლი წვივის ძვალი და შემდეგ, როცა კი ბავშვებს გავაჯავრებდი, ” კოჭლაბუხას” მეძახდნენ“.

1863 წლის 5 იანვარს, გურიის – მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის,  სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად  ექვთიმე დაარქვეს.  მისი დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმიათ, – თოფი არ გაუსვრიათ, რადგან ბავშვის ავადმყოფი მამა მომაკვდავი იყო და იმავე დღეებში გარდაიცვალა.  პატარა ექვთიმე ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაობლდა.

„ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი“ექვთიმეს მამას,  აზნაურ  სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილს.  ჩინოსანი – კორდონის ოფიცერი – საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია-ოსმალეთის ხაზზე.

„ხუთი წლის ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!..“ იხსენებდა ექვთიმე.   დედა, თავად გიტული ნაკაშიძის ასული- ნინო  მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება.

ობლებს სიძე- სიმონ გოთუა,  მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ.
ყმაწვილს თითქოს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მაგრამ  მარცხი მაინც იწვნია:  „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ . სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ ამომვარდა მოტეხლი წვივის ძვალი, და შემდეგ როცა კი ბავშვებს გავაჯავრებდი, კოჭლაბუხას მეძახდნენ“. ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო  დაკოჭლდა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად „გამოჩენა” ერცხვინებოდათ…

Picture Pictur

ექვთიმე განუყრელი ჯოხით ხელში

თაყაიშვილების ოჯახებში მოწინავე და პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ, „თამამად შეიძლება ითქვას -აღნიშნავს ექვთიმე, – რომ ის ოჯახები, რომლებთანაც ვიყავით დაკავშირებული,მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე, ჩემი სულიერი ზრდისთვის.“

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

„ ზეპირად დამახსოვრებული“ გაკვეთილებიდან პეტერბურგამდე

1876 წელს ექვთიმე უფროსმა ძმამ, ნიკომ წაიყვანა ქუთაისში. იქ, მდგმურის ადგილმონაცვლეობით, ხელმოკლეობით, სანახევროდ მშიერ-მწყურვალმა ისწავლა და იმდენი შეძლო, რომ პროგიმნაზიაში მოეწყო.

1879 წელს პროგიმნაზია წარმატებით დაასრულა და კლასიკური გიმნაზიის მეხუთე კურსზე განაგრძო სწავლა. იმ წელსვე რაჭაში, სოფელ უწერაში,  იქაურ წყლებზე მტკივანი ფეხის სამკურნალოდ წავიდა,    თან  ადგილობრივი ეთნოგრაფიული ტრადიციები გამოიკვლია და  1880 – 1881 წლების ჟურნალ „ბედში”  თავისი  პირველი მეცნიერული შრომა – „ქუთაისიდან უწერამდე” გამოაქვეყნა.

images

პეტერბურგის უნივერსიტეტი

გიმნაზიაში ექვთიმე თაყაიშვილი  ნიკო მარს დაუმეგობრდა.  1883 წელს ექვთიმემ წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს სწავლა  პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ამავე უნივერსიტეტში  აღმოსავლეთმცოდნეობის  ფაკულტეტზე სწავლობდა  ნიკო მარიც. ქართველი  სტუდენტების  მთავარი საზრუნავი სამშობლო იყო.  ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგშივე  პირადად გაეცნო ჯერ ილიას, მერე ვაჟა-ფშაველას,  ხოლო აკაკის ექვთიმე პეტერბურგამდეც კარგად იცნობდა. ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაასრულა, იქვე დაიცვა საკანდიდატო ნაშრომიც  და  1887 წელს  თბილისში, სათავადაზნაურო გიმნაზიის ლათინურის მასწავლებლად დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

ექვთიმე – საზოგადო მოღვაწე

„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი და არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის  სწავლული, მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. “  –  მიხაკო წერეთელი.

ექვთიმე თაყაიშვილი 1887 წლიდან  „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრად  აირჩიეს“

პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს  გაზეთ“ ივერიაში.“ ექვთიმე თაყაიშვილი  ისტორიკოს  დიმიტრი ბაქრაძესთან  ერთად  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა.  ისინი   ძველ ქართულ ხელნაწერებს კრებდნენ, სწავლობდნენ  და მუზეუმში აბინავებდნენ.

ექვთიმე იგონებდა:  „მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე  პატრონობა.  მერე თანდათან გამიტაცა , შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე“

ექვთიმემ  შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება.  თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი.  ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა.  ექვთიმე თაყაიშვილს  გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზI პირველის თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს.  1894-1904 წლებში სწორედ ის ხელძღვანელობდა  თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას.  პარალელურად,  არდადეგების დროს არქეოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდა.

1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა  ექსპედიციის წევრებთან ერთად სამგზის იმოგზაურა და გამოიკვლია სამხრეთ საქართველოში  -ტაო-კლარჯეთში არსებული ისტორიული ძეგლები: ახალციხის, ახალქალაქის, არტაანის, ოლთისის, თორთუმის,  პარხალი,ექექის ტაძარრები.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი  ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.

ამ გამოკვლევებს მიუძღვნა ნაშრომი: „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“

1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დაარსდა.

„ საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს…“- ექვთიმე თაყაიშვილი.

 

ექვთიმეს მიერ გადარჩენილი ქართული კულტურის ძეგლები

parxali_2

parxali_1

parxali

oshki_1

oshki

ექვთიმეს მიერ გადარჩენილი ქართული საგანძური

Picture7

Picture6

Picture5

Picture4

Picture3

Picture2

Picture1

sujuna4

ჯრუჭის ოთხთავი

sujuna1

e183a1e18390e1839ce18390e183ace18398e1839ae18394-xvii-e183a1

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

ბრძოლა ავტოკეფალიისთვის

a16424

ექვთიმე თაყაიშვილიზე, როგორც საზოგადო მოღვაწეზე , საუბრობს ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ელდარ ბაბულაშვილი : ექვთიმე თაყაიშვილი  მართებულად აღნიშნავდა, რომ ჩვენი ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება ცარიზმის რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ სხდომაში, რომლებზეც მოწინავე ქართველი საზოგადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ავტოკეფალიისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.

ახლად აღდგენილი ეკლესიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად, იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.   უპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და გადამთიელები ისაკუთრებდნენ. უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.

30161_122214757812702_100000725359474_159168_7926077_n

1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: „ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც. მინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამე, ერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო. მეც რამე ვიფიქრო, რომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგე. ამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ, თუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს…„გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთ, მომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწა. მე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“

წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლად.1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრს, რათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.

1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა, ამ მიზნით იგი მოგზაურობს მთელ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

eqvtime4

ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სვანეთში

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

ემიგრაცია

“აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება , აღწერა, გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.“

. თაყაიშვილი.

 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა  და  დასახლდა ჯერ პარიზშიშემდეგ კი ლევილში,  დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

1922 წელს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების  ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებულიქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდისთავმჯდომარე და სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” სარედაქციო საბჭოს წევრი.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი რომელსაც თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობის შემდეგ  განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ.  1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ- ელჩს საფრანგეთში, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა.

 1945 წელს ქართული საუნჯე ქვეყანაში დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

განძის დაბრუნება

ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს: „გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი. აღარც საარსებო საშუალება მქონდა. ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამც თუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია…. თუმცა, მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი… დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა, გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.“ 1944 წლიდან  საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში, ა. ბოგომოლოვს დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი. 1944 წელს მოსკოვში ვიზიტამდე დეგოლმა სხვადასხვა არხით გაარკვია თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან შეხვედრისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის. ექვთიმე თაყაიშვილის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო ცივ და ნესტიან საცავში, ზოგჯერ ლუკმა-პურის გარეშე ხანგრძლივ მუშაობას და სწორედ ამ დროს ფილტვების ანთებით დაავადდა. მის დასახმარებლად საქართველოდან შალვა ამირანაშვილი ჩავიდა და განძის გასამგზავრებლად ჩალაგებაში დაეხმარა. ექვთიმე თაყაიშვილს ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: „შილიფად ვარ, და გთხოვთ სამოსი გამომიგზავნოთო“. ექვთიმემ თავის დროზე მოიგერია როგორც ამერიკის მუზეუმის, ისე ინგლისელთა შემოტევა განძის ნაწილის შეძენის შესახებ. გაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახული, მხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად. თვითმფრინავი რომის, ბენ-ღაზის, კაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში. საზოგადოება დიდი პატივით, მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს.

საქართველოში დაბრუნებამ  ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. სამშობლოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, რომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა. ვერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში. საბჭოთა ხელისუფლება  შეაშფოთა ექვთიმეს ასეთმა პოპულარობამ. სიცოცხლის ბოლო პერიოდი  მან  შინაპატიმრობაში გაატარა. დააპატიმრეს მისი ერთადერთი ქალიშვილი. მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას.

bediis_bardzimi_-_didi

DSC04164

e1839de183a5e183a0e1839de183a1-e183a7e18394e1839ae183a1e18390e18391e18390e1839be18398-e18397e183a0e18398e18390e1839ae18394e18397

i

ima

image

images

imagesლ

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

„სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო“…

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. ამავე წელს საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით იგი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორადმომდევნო წელს კი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი  თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებელთა წინაშე გამოვიდა მოხსენებით  „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“.

1949 წელს  გამოსცა სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაოკლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი.  დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას  ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო.

 

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი

მოგონებები ექვთიმე თაყაიშვილზე

ექვთიმე  თაყაიშვილის დაბრუნება

მინდა გავიხსენო ერთ ყოველმხრივ ღირშესანიშნავი ამბავი ექვთიმე თაყაიშვილისა და ევროპაში გატანილი ქართული განძის დაბრუნებისა საქართველოში. ეს მოხდა 1945 წლის 11 აპრილს

ექვთიმე თაყაიშვილი და ჩვენი ქართული განძის ჩამოსატანად გაგზავნილი პირები: შალვა ამირანაშვილი და პეტრე შარია.კაირო თეირანის გზით ჩამოფრინდნენ. ბატონი ექვთიმე სასტუმრო „ თბილისში“ დაბინავეს. მამაჩემი  (ვუკოლ ბერიძე) იმავე საღამოს წავიდა მის სანახავად და თან წამიყვანა.. თუ მამა და მისი თაობის ადამიანები მას ადრე იცნობდნენ, ჩემი თაობისთვის ექვთიმე ლეგენდარული პიროვნება იყო, ის შარავანდედთ მოსილი, როგორითაც ძველი საქართველოს დიდი მოღვაწენი-გრიგოლ ხანძთელი ან მთაწმინდელები.

ვისაც საქმე აქვს საქართველოს წარსულთან, მის ისტორიასთან, მწერლობასთან, ნივთიერ კულტურასთან, ხელოვნებასთან, ის თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ხვდება თაყაიშვილის სახელს და შემდეგაც ფეხს ვერ წაადგამს მისი ნაშრომების მოუხმობლად. ძნელი წარმოსადგენიც არის , როგორ შეძლო ერთმა ადამაინმა იმდენი რამ გაეკეთებინა, რამდენიც მან გააკეთა, როგორც მკვლევარმა, სიძველეთა შემკრებმა და მომვლელმა, საბუთების გამომცემელმა, მეცნიერების ორგანიზატორმა, საზოგადო მოღვაწემ.

მე გულის ფანცქალით შევედი მის ოთახში. კორნელი კეკელიძე და გიორგი ახვლედიანი მოვიდნენ. გადაგვეხვია, დიდხანს გვკოცნიდა…

-საარაკოა ჩვენი გადარჩენა, საარაკოა… რამდენი რამე გადავიტანეთ, რამდენჯერ დაღუპული მეგონა ყველაფერი. განსაკუთრებით ომი , რომ დაიწყო, მის შემდეგ.-ეს იყო მისი პირველი სიტყვები.

მეორე დღესვე ესტუმრა საქართველოს მუზეუმს არმაზში აღმოჩენილი ნივთების სანახავად. მთელი მუზეუმი ფეხზე იდგა. ყველანი გაფაციცებით უსმენდნენ, ზოგს ცრემლები მორეოდა. ბატონ ი ექვთიმე ჩამოსვლისთანავე ჩაერთო აქტიურ საქმიანობაში. ყველაფერი წინანდებურად აინტერესებდა, ყველაფერი ახსოვდა-ყოველი წვრილმანი;

რა თქმა უნდა, ქართულ სიძველეთა დაბრუნება და ბატონი ექვთიმეს ჩამოსვლა უმთავრესი სასუბრო თემათაგანი იყო საზოგადოებაში. ბუნებრივია, მეცნიერი ძალიან პოპულარული გახდა, მის ნახვასა და მოსმენას ყველა ნატრობდა. ამიტომაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარბაზში დაინიშნა მისი საჯარო ლექცია. გადავწყვიტე ადრე მივალმეთქი, მაგრამ აკადემიის შენობას, რომ მიუახლოვდი ქუჩა უკვე სავსე იყო ხალხით. შენობაში ვეღარ შეხვიდოდი, კიბე, დერეფნები, დარბაზი სავსე იყო. ძალიან დავღონდი, რაკი დარბაზში შეღწევის იმედი არ მქონდა, სწორედ ამ დროს ჩემ წინ გაჩერდა ბატონი ექვთიმეს მანქანა. სწრაფად გავაღე მანქანის კარი, ფრთხილად გადმოვიყვანე მკლავი მკლავში გამოვდე და ასე გავემართეთ კიბისკენ. ხალხმა გზა მოგვცა და ნელ-ნელა ავაღწიეთ  დარბაზამდე. იგი პრეზიდიუმში ავიყვანეთ, მეც გვერდით მივუჯექი-სანამ ლექციას  დაიწყებს, იქნებ რამე დასჭირდესმეთქი, მაგრამ ლექციის დაწყება შეუძლებელი იყო: დარბაზი გაიჭედა, დერეფნებში დარჩენილებიც ცდილობდნენ შემოსვლას, საშინელი ხმაური იყო. იმ დღეს ლექციის ჩატარება აღარ მოხერხდა, მეორე დღისთვის გადაიდო და კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა.

 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ვახტანგ  ბერიძე

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე

1948 წლის 18 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დაბადების  დღე გადაიხადა, 85 წლის გახდა. ეს დღესასწაული მან ქართველ მეცნიერებთან თავაისებურ შეხვედრად აქცია. აი ვინ იყო იქ, იმ საღამოს: კორნელი კეკელიძე , გიორგი ჩუბინაშვილი; დიმიტრი უზრაძე; გიორგი ახვლედიანი; აკაკი შანიძე; ვუკოლ ბერიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ვარლამ თოფურია, შალვა ამირანაშვილი, ილია ვეკუა, იოსებ გრიშაშვილი, პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ ყიფშიძე, დიმიტრი ჯავახიშვილი, კოტე მარჯანიშვილი და სხვები; „ახალ თაობას“ სამნი წარმოვადგენდით-გოგი ლომთათიძე, ანდრია აფაქიძე და მე.

ბუნებრივია, განსაკუთრებით სასიხარულო , ამაღლებული განწყობილება სუფევდა.

სუფრას თვითონ ექვთიმე უძღვებოდა, სანამ სტუმრების სადღეგრძელოს იტყოდა, მან წარმოთქვა შესავალი სიტყვა, რომელიც ასე დაიწყო: როდესაც მე საფრანგეთიდან ჩამოვედი  და მიწაზე ფეხი დავდგი, მგოსნის სიტყვები გამახსენდა: „ ცა- ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო“ – და მან სულ ბოლომდე თქვა ლექსი. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ წარმოუდგენლად დაძაბული სიჩუმე იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას ისევე, როგორც მე ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს საკვირველი ლექსი სხვას კი არ დაუწერია, არამედ აი ახლა იმ წუთებში იბადებოდა ჩვენს თვალწინ. ჩემი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე იშვიათად განმიცდია ისეთი მღელვარება, როგორიც იმ წუთებში განვიცადე.

რა ბედნიერებაა  ჩვენთვის, ასეთი კაცი, რომ  არსებობდა ქვეყნად!

  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ვახტანგ  ბერიძე

 

 

„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი და ექვთიმე თაყაიშვილი”

1879 წელს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემისათვის სამზადისს შეუდგა და გაზეთ „დროებაში“ გამოაცხადა: ვისაც „ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი გაქვთ, დროებით ათხოვეთ პოემის ტექსტის დამდგენ კომისიასო.

კომისიაში შემოსულ ხელნაწერთა შორის იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის დავალებით შესრულებული ხელნაწერიც. მისი იმჟამინდელი პატრონი გახლდათ პელაგია გურიელი-წერეთლისა, რომელსაც ხელნაწერი მემკვიდრეობით რგებია. როცა კომისიამ მუშაობა დაამთავრა, ხსენებული ხელნაწერი პატრონს დაუბრუნა. ქალბატონ პელაგიას გარდაცვალების შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს ახალი პატრონი გაუჩნდა-გიგო წერეთელი… დროთა განმავლობაში წიგნს ყდა შემოაცვდა და დაიფურცლა. ამიტომ გიგო წერეთლის ვაჟებმა თბილისში წაიღეს ყდის გასაკეთებლად.

ძმებმა ხელნაწერი  ხავერდის ყდაში ჩაასმევინეს, მაგრამ სახელოსნოდან მობრუნებულებს „ვეფხისტყაოსანი“ ეტლში დარჩათ. წიგნის მპოვნელს უნდოდა ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილისათვის მიეყიდა, რადგან იცოდა, რომ იგი უძველეს ხელნაწერებს აგროვებდა, მაგრამ ექვთიმე ქალაქში არ აღმოჩნდა. ამიტომ ხელნაწერი ცნობილ მეწარმეს დავით სარაჯიშვილს მიუტანა. სარაჯიშვილმა ხელნაწერი იყიდა.

ერთხელ დავით სარაჯიშვილს ექვთიმე თაყაიშვილი ესტუმრა.  მასპინძელმა მეცნიერს ხელნაწერი აჩვენა: აი, საშენო ხელნაწერიო.

-ამას შინ წავიღებ და გულმოდგინედ შევისწავლიო, – განუცხადა ქართულ ხელნაწერებზე თავგადაკლულმა მეცნიერმა. ეს თაყაიშვილის ჩვეული ფანდი იყო, იგი ხელნაწერს ინათხოვრებდა ხოლმე, დიდხანს დაიტოვებდა და პატრონს  აიძულებდა, მუზეუმისთვის ან საჩუქრად შეეწირა ან მიეყიდა.

– წაიღე , ოღონდ  მალე დამიბრუნე, -უთხრა სარაჯიშვილმა.

ექვთიმე თაყაიშვილმა ახლაც თავისი ფანდი იხმარა-დიდხანს არ დაუბრუნა წიგნი პატრონს.

სარაჯიშვილმა რამდენჯერმე მოიკითხა თავისი წიგნი. თაყაიშვილი ეუბნებოდა, კვლევა ჯერ არ დამიმთავრებიაო. ამასობაში სარაჯიშვილი საზღვარგარეთ წავიდა.  სამშობლოში დაბრუნებულმა წიგნი ისევ მოიკითხა.

–          ხელნაწერი შენი სახელით შევწირე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასო, -უპასუხა ექვთიმე თაყაიშვილმა და აჩვენა ხელნაწერთა აღწერების ტომი, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი დავით სარაჯიშვილის სახელით იყო შეტანილი.

გავიდა დრო. ერთ დღეს ექვთიმე თაყაიშვილს ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სასიამოვნო შესახედაობის ორი ახალგაზრდა ესტუმრა.

–          რა გნებავთო? -ჰკითხა მათ ექვთიმემ.

–          ჩვენ ძმები წერეთლები ვართ. მემკვიდრეობით გვერგო „ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი.  ერთხელ თბილისში ჩამოვიტანეთ, ხავერდის ყდაში ჩავსვით, მაგრამ ეტლში  დაგვრჩა და დაგვეკარგა. როგორც გვითხრეს, ყოველნაირი ხელნაწერი თურმე თქვენთან მოაქვთ და ჩვენი ხელნაწერი ხომ არ მოუტანიათო?

–          ეს ხელნაწერი ჩვენს მუზეუმშია, მაგრამ იგი მპოვნელისაგან სხვამ იყიდა, შემოსწირა მუზეუმს და ახლა საზოგადოების საკუთრებააო.

წერეთლებს გაუხარდათ, წიგნი არ დაკარგულაო,  და თაყაიშვილს სთხოვეს: წიგნი გვათხოვეთ , დედას ვაჩვენებთ და უკანვე დაგიბრუნებთო.

ექვთიმე თაყაიშვილმა უარი ვერ უთხრა ძმებს.  ხელნაწერი მისცა, მხოლოდ პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ აუცილებლად დააბრუნებდნენ.

გავიდა საკმაო დრო, მაგრამ წერეთლებმა ხელნაწერი არ დააბრუნეს.  ექვთიმე შეშფოთდა . ზოგი მისი ნაცნობი ცეცხლზე ნავთს ასხამდა: არ უნდა გაგეტანებინა, ეს რა გიქნიაო.

იმხანად საჩხერეში ერთ-ერთ ეზოში  უძველესი სამარხი აღმოჩნდა და ექვთიმე თაყაიშვილი მის გასათხრელად გაემგზავრა. იქ შემთხვევით შეხვდა ძმებ წერეთლებს და უსაყვედურა. ძმები ძალიან შეწუხდნენ,  ბოდიში მოიხადეს დაგვიანების გამო და უთხრეს: ერთ კვირაში ჩავიტანთ ხელნაწერს თბილისშიო. მართლაც , მათ დაპირება პირნათლად შეასრულეს.

ამჟამად „ვეფხისტყაოსნის“ ეს ხელნაწერი ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდშია დაცული.

ფილოლოგი, კრიტიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი – ზურაბ ჭუმბურიძე

დატოვე კომენტარი

Filed under მთავარი